ქვილითაია გერმანიის თასის 1/8-ფინალშია

0
1

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ჰოლშტაინ კილი“, სადაც გიორგი ქვილითაია გამოდის, თასის 1/8-ფინალში გავიდა. 1/16-ფინალში „ჰოლშტაინ კილი“ შინ პირველი ბუნდესლიგის „ჰოფენჰაიმს“ შეხვდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო და 117-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის მე-11 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ჰლოჟეკმა გახსნა, ხოლო 23-ე წუთზე კაპრალიკმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანები უკეთესად დაარტყეს და 4:3 გაიმარჯვეს. ქვილითაიას პენალტი არ შეუსრულებია.
ლაშა თაბაგარი