რუდი გარსია: „ნაპოლის“ გულშემატკივრებთან განშორება ასე არ წარმომედგინა“

0
63

მიმდინარე კვირაში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნილ რუდი გარსიას ნეაპოლელ გულსემატკივრებთან ასე განშორება არ წარმოედგინა.
„ნეაპოლელ გულშემატკივრებთან, რომლებიც მხარს პირველი დღიდან მიჭერდნენ ასე განშორება არ წარმომედგინა. მათ, მოთამაშეებს და გუნდთან ახლოს მყოფ ადამიანებს გულწრფელად მადლობას ვუხდი და წარმატებას ვუურვებ როგორც ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში“ – დაწერა თავის ტვიტერის გვერდზე გარსიამ, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.
„ნაპოლის“, რომლის ერთ-ერთ ლიდერი ხვიჩა კვრაცხელიაა, სეზონის ბოლომდე იტალიელი სპეციალისტი ვალტერ მაცარი გაწვრთნის.
ლაშა თაბაგარი