მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი დანიელ კარვახალი კარიერას „ხეტაფეში“ განაგრძოვს, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი გამოდის. 34 წლის მარჯვენა მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის „ხეტაფეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
კარვახალმა „რეალი“ გასული სეზონის ბოლოდ დატოვა. იგი მადრიდულ გრანდში 2013 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 451 მატჩში 14 გოლი გაიტანა.
მან „რეალთან“ ერთად 26 ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ესპანეთის ლა ლიგა და 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. კარვახალი ესპანეთის ნაკრებში 2014 წლიდან გამოდის და 52 შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა. კარვახალმა „ფურია როხას“ შემადგენლობაში თითოჯერ ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი





