ნიკო კოვაჩმა „ბორუსიასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

0
4

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
54 წლის ხორვატი სპეციალისტი “ბორუსიაში“ დანიშვნამდე „ვოლფსბურგს“ ავარჯიშებდა – 2022 წლის მაისიდან 2024 წლის მარტამდე. მანამდე, ის ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, ფრანკფურტის „აინტრახტს“, „მონაკოს“ და მიუნხენის „ბაიერნს“ უძღვებოდა.
მან „აინტრახტს“ გერმანიის თასი მოაგებინა, ხოლო „ბაიერნს“ – ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი. კოვაჩმა „მონაკოს“ საფრანგეთის თასი ააღებინა.
ლაშა თაბაგარი