ლევან კორღალიძე “ჟენისს” გაწვრთნის, რომელიც მიმდინარე წელს ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა. ამის შესახებ ყაზახური მედია იუწყება. 43 წლის ქართველის სპეციალისტი რინატ ალიუეტოვს შეცვლის.
კორღალიძე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” ავარჯიშებდა. ის 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე და 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე თბილისის “საბურთალოს” წვრთნიდა. მან 2021 წელს “საბურთალოს” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი




