ლუის ენრიკე: „ოქროს ბურთზე“ გაუთავებელი საუბრით დავიღალე“

0
5

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე „ოქროს ბურთზე“ საუბრით ძალიან დაიღალა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ოქროს ბურთის“ თემით ძალიან დავიღალე. ერთადერთი რის იმედიც მაქვს ისაა, რომ ჩვენ ამ ჯილდოს ბოლოს და ბოლოს მოვიპოვებთ. გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ამას იმსახურებენ.
გასულ სეზონში, წლის საუკეთესო გუნდის ტიტული მოვიგეთ. ნათლად ვაჩვენეთ, რომ აღიარებას არა მხოლოდ უსმან დემბელე, არამედ, ჩვენი გუნდის სხვა ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ. მე უბრალოდ დავიღალე „ოქროს ბურთზე“ დაუსრულებელი საუბრით“ – აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ხვიჩა კვაარცხელიას, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე გაცხდა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ გოლი არ გაუტანია.
ლაშა თაბაგარი