გალიარდო სამწვრთნელო კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

0
60

არგენტინის „რივერ პლეიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო საუდის არაბეთის „ალ იტიჰადს“ ჩაიბარებს, რომელშიც ქარიმ ბენზემა გამოდის. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გალიარდოზე არჩევანი მას მერე შეაჩერეს, რაც ესპანეთის ეროვნული გუნდს ექსთავკაცმა ხულენ ლოპეტეგიმ „ალ იტიჰადის“ მეპატრონეები უარით გაისტუმრა.
არაბული გუნდი თავკაცის გარეშე 8 ნოემბერს დარჩა, როდესაც პორტუგალიელი სპეციალისტი ნუნუ ესპირიტუ სანტუ დაითხოვეს. მედიის ინფორმაციით, მას კონფლიქტი ბენზემასთან მოუვიდა და ამიტომ გაუშვეს.
47 წლის გალიარდო „რივერ პლეიტს“ 2014-2022 წლებში ხელმძღვანელობდა. მან „რივერს“ ერთხელ არგენტინის ჩემპიონატი, სამჯერ რგენტინის თასი, ორჯერ არგენტინის სუპერთასი, ორჯერ კოპა ლიბერტადორესი, ერთხელ კოპა სუდამერიკანა, ხოლო სამჯერ რეკოპა სუდამერიკანა მოაგებინა. არგენტინელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი