19-წლამდელებმა ევროშესარჩევი გამარჯვებით დაიწყეს

0
54

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე კვიპროსს დაუპირისპირდა და სამი ქულა აიღო.
მატჩის 23-ე წუთზე დაჩი ლორთქიფანიძემ მოედნის ცენტრიდან კარგი დიაგონელური პასი მისცა ნიკო ცეცხლაძეს, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი ისე დაამუშავა, რომ საჯარიმოში კვიპროსელ მცველს გაცდა და გადაცემა ლუკა შეროზიას მიმართულებით გააკეთა – ამ უკანასკნელმა ბურთი გაატარა, ხოლო ცოტნე ბერელიძემ ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
81-ე წუთზე საბა სამუშაომ მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულების დროს ბურთი კვიპროსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას ლორთქიფანიძემ აჯობა და თავით გაიტანა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს მოლდოვასთან ჩაატარებს.
მე-6 ჯგუფის მეორე თამაშში მიხეილ მესხის ძირითად მოედანზე ესპანეთის ნაკრებმა მოლდოვა 5:0 გაანადგურდა და პირველი ადგილზეა, ხოლო ქართველი 19-წლამდელები მეორე პოზიციაზე არიან.
კვიპროსი – საქართველო 0:2 (0:1)
16 ნოემბერი. თბილისი. „მიხეილ მესხი 2“.

კვიპროსი: კოუპეპიდისი(, სკორდისი (კარანტონასი, 86), იოანოუ (ლაოსი, 87), ვიქტოროსი, კარაგიორგისი, ევიპიდოუ, ნეოპუტოუ, ზახარია (ანდრეოსი, 71), ნიკოლაუ, ოდისეოსი (ხუდიასი, 69), პაპასტულანოუ (ცულიო, 68).
მთავარი მწვრთნელი: არსენ მიხაილოვიჩი.
საქართველო: კურტანიძე, გიუნაშვილი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე (ნინიძე, 79), ფეიქრიშვილი (გეგუჩაძე, 71), ლორთქიფანიძე, ნარიმანიძე, (კ), სადღობელაშვილი, ბერელიძე, შეროზია (გოგსაძე, 79), ბასილაძე (სამუშია, 64).
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლები: ბერელიძე (23), ლორთქიფანიძე (81)
გაფრთხილება: სამუშია (73), ლაოსი (87).
მთავარი
მსაჯი: ნენად მინაკოვიჩი (სერბეთი)