საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს, წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის 21 წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
სამწუხაროდ, 21-წლამდე ნაკრებში გამოძახებული პაოკის ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი გუნდს ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარება. ტრავმირებულის ნაცვლად, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებას კოლხეთი 1913-ის შემტევი, დემეტრე გვასალია შეუერთდა.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).





