თბილისის „დინამომ“ მიმდინარე კვირაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში განცდილი მარცხისთვის, წყალტუბოს „სამგურალთან“ რევანში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში აიღო.
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის დასაწყისში ანგარიშის გახსნის შანსი ხელიდან გიორგი ხარაიშვილმა გაუშვა, როდესაც ზორან მარუშიჩისგან ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.
ტაიმის შუაწელში თემურ ჩიხლაძემ დინამოელთა კართან პირისპირ დატოვა, რომელმაც ძალიან ცუდად დაარტყა და გოლის გატანუს ასპროცენტიანი შესაძლებლობა გაანიავა.
36-ე წუთზე განელმა ნახევარმცველმა ჯუდ არტურმა თავის ნახევარზე ბურთი ანზორ მექვაბიშვილს „ჩააბარა“, რომელმაც პასი მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ მარუშიჩს არ დაუგვიანა და სერბმა თბილისელები დააწინაურა – 0;1.
65-ე წუთზე მექვაბიშვილმა კარგი პასით „სამგურალის“ მეკარესთან პირისპირ ხარაიშვილი გაიყვანა, რომელიც წინ გამოსულ შოვნაძეს გაცდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
72-ე წუთზე ლორიამ შეიყვანა ბურთი თამაშში და წყალტუბოელთა ნახევრის მარჯვენა ფლანგზე ცორვატი ბუშნია მოძებნა, რომელმაც ზუსტი პასი მარუშიში მეკარესტან მარტო დატოვა, თუმცა ხირვატმა ძალიან რეალური საგოლე მომენტი გააცუდა.
84-ე წუთზე კამარა „სამგურალის“ ნახევარზე ორ მოწინააღმდეგეს შორის გაძვრა და დაახლოებით 20 მეტრიდან შოვნაძეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა – 0:2. მან მარუშიჩის მსგავსად მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში თავისი მე-11 გოლი შეაგდო.
ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილ „დინამოს“ 58 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა – ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 9 ქულით ჩამორჩება. უკრაინელი ოლექსანდრ პოკლონსკის დამოძღვრილი „სამგურალი“ 46 ქულით მეექვსეა.
სამგურალი 0:2 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





