პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ნიკა კვეკვესკირის „ლეხი“ მიიღო.
შეხვედრა 1:1 დასრულდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – მცველი კაკაბაძე 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნახევარმცველი კვეკვესკირი 84-ეზე.
„ლეხი“ 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, „კრაკოვია“ კი 11 ქულით – მე-15.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-13 ტურში „ლევანტე“ სტუმრად „ანდორასთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მასპინძელთა სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. „ლევან“ 23 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





