ბრატისლავას „სლოვანმა“, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ვიცე-კაპიტანი ჯაბა კანკავა იცავენ, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი თამაში წააგო.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი სლოვაკური გუნდი საფრანგეთში „ლილს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ უქულოდ დარჩა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კანკავამ მოედანი ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე დატოვა.
მატჩის 23-ე წუთზე „სლოვანიდან“ ანგარიში კუცკამ გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე იაზიჩიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 82-ე წუთზე მასპინძლები კაბელიამ დააწინაურა. 85-ე წუთზე ბრატისლაველებს ლოვატი გაუძევეს და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა,
ამ მარცხის შემდეგ „სლოვანს“ 6 ქულა დარჩა და A ჯგუფში ლიდერობა დაკარგა – პირველი ადგილზე 7 ქულით „ლილმა“ გადაინაცვლა. იმავე ჯგუფში ისტორიული მატჩი მოიგო „კლაკსვიკმა“, რომელმაც ფარერებზე სლოვენიის „ოლიმპიას“ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.
„სლოვანი“ მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს შინ „ლილთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





