„ალ ახდუდმა“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდი ამჯერად „დამაკს“ ესტუმრა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა. კვერკვლიამ შეუცვლელად მორიგი მატჩი ჩაატარა.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის მერე, მასპინძლები 68-ე წუთზე აჰმედ ალ ზაინმა დააწინაურა, ხოლო 69-ე წუთზე ნკუდუმ მეორე გოლი გაიტანა.
„ალ ახდუდი“ 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





