საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელები გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ მოხვდნენ. ამის შესახებ ლიგა 2-ის ოფიციალური ვებგვერი იუწყება.
34-ე ტურში „მეცმა“ სტუმრად „ნიორს“ 3:1 აჯობა და მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. ის 22 გოლით მიმდინარე სეზონში ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
„ბორდომ“, რომელიც „მეცის“ მსგავსად ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის, სახლში „კაენს“ დავითაშვილის გოლით 1:0 სძლია.
ქართულ ფეხბურთში მსგავსი ფაქტი ჯერ არ მომხდარა, რომ ორი ჩვენებური რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატში მიჯრით 3-ჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილიყვნენ.
ლაშა თაბაგარი





