„ბარსელონამ“ ტერ შტეგენი „აიაქსში“ გაანათხოვრა

0
1

„ბარსელონამ“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 2026-2027 წლების სეზონის ბოლომდე ამსტერდამის „აიაქსში“ გაანათხოვრა, რის შესახებ ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
გერმანიის ეროვნული ნაკრების 34 წლის გოლკიპერი ესპანურ გრანდში 2014 წელს მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში 423 შეხვედრა ჩაატარა. მან „ბარსელონას“ შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი 6-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ტერ შტეგენს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ის 2026 წლის იანვარში იჯარით „ჟირონაში“ გადავიდა, სადაც 2-ჯერ ითამაშა, მაგრამ მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდა.
ლაშა თაბაგარი