პიოლი: „საპასუხო შეხვედრაში ერთ მომენტს ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია“

0
64

„მილანის“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „იმტერთან“ გასამართ საპასუხო მატჩში ერთ მომენტს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მან ამის შესახებ შინ გამართულ პირველ შეხვედრაში „როსონერისთან“ 0:2 წაგების მერე ისაუბრა.
„ფაქტია, რომ „ინტერმა“ პირველ ტაიმში ჩვენზე უკეთესად ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. შესვენების შემდეგ „მილანი“ უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ ვერ გაიტანა. ასეთია ფეხბურთი ამ დონეზე.
პირველ ნახევარში „ინტერი“ უფრო ხარისხიანად და ეფექტურად მოქმედებდა, ხოლო ჩვენ ასეთი დონის შეხვედრისთვის ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდით. მე-7 წუთამდე ჩვენს საჯარიმოში „ინტერის“ მოთამაშის ფეხი არ იყო, ხოლო შემდეგ მეტოქემ გოლი გაგვიტანა.
ჩვენ სხვა შედეგის მიღწევა გვინდოდა, მაგრამ რწმენა არ უნდა დავკარგოთ. საპასუხო შეხვედრაში ერთ მომენტს ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია.
ჩვენ თამაშს კომპაქტურად, ინტენსიურად და აგრესიულად ვაპირებდით, მაგრამ „ინტერი“ ბევრ სიტუაციაში, როდესაც შანსი 50/50-ზე იყო, ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა და ამის ხარჯზე თამაშს აკონტროლებდა. იმ ფაქტმა, რომ „ინტერმა“ ორი მომენტი ადრე გამოიყენა, ჩვენ ტაქტიკის და ფსიქოლოგიის კუთხით ამოცანა გაგვირთულა. თუმცა, ჩემი ფეხბურთელების სწორი რეაქცია დავინახე და საპაასუხო მატჩში ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს.
მომავალ მატჩში თავიდანვე ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც განვლილ შეხვედრის მეორე ტაიმში. ასევე, მე ბევრი საკამათო სიტუაცია დავინახე, როდესაც მსაჯი ხესუს ხილ მანსანო არათანმიმდევრული იყო“ – იუწყება პიოლის ნათქვამს იტალიური მედია.