ერვე რენარი კოტდივუარის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის. 57 წლის ფრანგი სპეციალისტი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას სათავეში ტუნისს ჩაუდგა, სადაც პირველ ტურში წაგებისთვის დათხოვნილი საბრი ლამუში შეცვალა. თუმცა, გუნდის ჯგუფიდან ვერგასვლის შემდეგ, თანამდებობდა დატოვა.
ის კოტდივუარელებს 2014-2015 წლებში ავარჯიშებდა და 2015 წელს აფრიკის ეროვნებათა თასი მოიაგებინა. გარდა ამისა, რენარი „ლილს“, ზამბიის, მაროკოსა და საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებებს თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი





