კაშია და კანკავა „სლოვანში“ რჩებიან

0
36

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მცველმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ბრატისსლავას „სლოვანთან“ კონტრაქტი თითო წლით გაახანგრძლივეს. ამის შესახებ სლოვაკური კლუბის გენერალური დირექტორი ივან კმოტრიკი იუწყება.
35 წლის კაშია „სლოვანში“ გასული სეზონიდან გამოდის და ერთხელ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. მან ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
37 წლის კანკავაც ბრატისლაველთა ღირსებას მეორე წელია იცავს და ჩემპიონის ოქროს მედალს ისიც დაეუფლა. ჯაბამ შიდა პირველობაზე გამართულ 25 თამაშში მეტოქის კარი ერთხელ აიღო, ხოლო თასზე 3-ჯერ იასპარეზა და 2 გოლი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანში“ გიორგი ჩაკვეტაძეც ირიცხება, რომელიც სეზონის ბოლომდე ბელგიის „გენტიდანაა“ განათხოვრებული.
ლაშა თაბაგარი