ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალ;ის პირველ მატჩში სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (0:1) წაგების მიუხედავად, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.
„ძალიან ძლიერი თამაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და გაშვებული გოლით იმედგაცრუებული ვარ. ჩემი აზრით, მეორე ტაიმში ვდომინირებდით.
გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ მათ გაგვტეხეს. ამან იმედი გაგვიცრუა, რადგან უკეთესად უნდა გვეთამაშა. ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა უნდა გაგვეტანა. ვვითარდებოთ და ვიცით, რომ ბევრი დადებითი მომენტები გვაქვს.
ცოტა იღბალი ყოველთვის გჭირდება, მაგრამ მას ვერ დაელოდები, რადგან მუშაობა უნდა გააგრძელო. ბიჭები თავის სამუშაოს საუცხოოდ ასრულებენ, მაგრამ ამჟამად ჯერ კიდევ სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობთ. თუმცა, მუშაობ უნდა გავაგრძელოთ“ – ციტირებს პოტერს უეფას ვებგვერდი. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 8 მარტს შედგება.




