„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგაში გალიდერდა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა მე-12 ტურის გადადებულ შეხვედრაში სტუმრად ლონდონის „არსენალი“ 3:1 დაამარცხა.
24-ე წუთზე მანჩესტერელებიდან ანგარიში კევნ დე ბრუინმა გახსნა. 42-ე წუთზე ბუკაიო საკამ პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. 72-ე წუთზე ჯერკ გრილიშმა „სიტი“ წინ გაიყვანა, ხოლო 10 წუთში ერლინგ ჰოლანდმა საბოლოო წერტილი დასვა.
ჰოლანდმა 3-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და მან მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო. ნორვეგიელი ფორვარდი ერთ სეზონში გატანილი ბურთების რაოდენობით „სიტის“ ლეგენდა არგენტინელ სერხიო აგუეროს დაეწია.
გვარდიოლამ პრემიერლიგაში მიკელ არტეტას დამოძღვრილ „არსენალთან“ ექვსიდან ექვსი შეხვედრა მოიგო.
„არსენალს“ პრემიერლიგაში „სიტისთან“ 2015 წლიდან არ მოუგია – ზედიზედ 11-ჯერ წააგო.
„სიტი“ ქულების რაოდენობით „არსენალს“ დაეწია, მაგრამ სატუნრიო ცხრილში პირველი ადგილი გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით დაიკავა. პლუს. მანჩესტერელებმა ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.
“არსენალმა” 2022 წლის აპრილის შემდეგ სახლში პირველი თამაში წააგო.




