ტერზიჩი: „ცოტა გაგვიმართლა და პლუს განსაკუთრებული მეკარე გვყავს“

0
27

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის ედინ ტერზიჩის თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ „ჩელსისთან“ (1:0) მოგებულ მატჩში, მის გუნდს ნაწილობრივ გაუმართლა და მეკარე გრეგორ კობელმაც მაღალ დონეზე ითამაშა.
„საუცხოო როდესაც გაიმარჯვებ. რა თქმა უნდა, ცოტა გაგვიმართლა კიდეც  და პლუს ჩვენ განსაკუთრებული მეკარე გვყავს. ეს განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს გამოჩნდა. „ჩელსი“ შეტევაში დომინირებდა და წინააღმდეგობის გაწევა რთული იყო. თუმცა, სახლში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ საბოდიშო არაფერი გვაქვს.
ჩემი აზრით, თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ ზოგჯერ მეტოქე იოლად ახერხებდა შეტევის ზონაში შემოჭრას. ჩვენ ბევრჯერ მოგვიწია მეტოქის დარტყმული ბურთის დაბლოკვა. „ჩელსის“ ძალიან ძლიერი თავდასხმა ჰყავს, მაგრამ გრეგორი კობელი ახლა ძალიან კარგ სათამაშო ფორმაშია და ვიცით, რომ რთულ მომენტებში მასზე დაყრდნობა შეგვიძლია“ – იუწყება ტერზიჩის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 8 მარტს შედგება.