აპოელისთვის კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში სტუმრად „ენოსისთან“ გამართული მატჩი ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, როდესაც მიმდინარე სეზონში ნიქოზიელთა სასტარტოში არცერთი ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდა.
აპოელმა შეხვედრა 2;1 მოიგო, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ორი ტაიმი თადარიგში იყვნენ.
აპოელი 42 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ აეკ-ს 2 ქულით ჩამორჩება.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში პოზნანის “ლეხმა” სტუმრად პლოცკის “ვისლა” 1:0 დაამარცხდა. გამარჯვებულთა თადარიგში საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ. პოლონეთის ჩემპიონატის განახლების შემდეგ, კვეკვესკირი სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. “ლეხი” 36 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა.
სერბეთის სუპერლიგის 21-ე ტურში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდამ” სტუმრად “ვოჟდოვაცი” 6:0 გაანადგურა. ბელგრადელებში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი “ცრვენა ზვეზდა” 57 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.




