„ნაპოლის“ ხელმძღვანელები მზად არიან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი გაუხანგრძლივონ და ხელფასი გაურომაგონ, ირწმუნება La Gazzetta dello Sport.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს, მაშინ წელიწადში 1,2 მილიონი ევროს ნაცვლად 2,5 მილიონ ევროს მიიღებს. ამჟამად, კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
მან სერია A-ში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელი დღესდღეობით საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო გოლი +პასი სისტემით მხოლოდ თანაგუნდელ ნიგერიელ ფორვარდ ოსიმენს ჩამორჩება.
ყველა ტურნირის გათვალისწინებით კვარაცხელიამ მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო, 13 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.




