გასულ წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებული ფოთის „კოლხეთი“ ძლიერდება.
მომავალ სეზონში ფოთელებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება სურთ და რამდენიმე ფეხბურთელიც დაიმატეს.
პირველ ყოვლისა, მამია გავაშელიშვილის ტრანსფერია გამოსარჩევი. ამ ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და არაერრთი გოლი გაუტანია „ლოკომოტივის“, „საბურთალოს“ და „სამგურალის“ მაისურით.
მის გარდა „კოლხეთში“ განელი თავდამსხმელი რამინ დოობი ითამაშებს, რომელმაც გასული სეზონი ბოლნისის „სიონში“ გაატარა.
ფოთელთა ღირსებას ასევე უკრაინელი მეკარე არტიომ ფასტოვი დაიცავს, რომელიც მანამდე ლიეტუვის „იონავაში“ გამოდიოდა.
აგრეთვე „კოლხეთს“ ქართველი მეკარე ლუკა ხარშილაძეც შეუერთდა, რომლის ბოლო გუნდი ესპანეთის „საბადელი“ იყო.





