ანალიაში შეკრებაზე მყოფი ,,სამგურალი” 8 ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს. ამ ეტაპზე სამი მეტოქე უკვე ცნობილია.
კლუბის პრესსამსახურის ინფირმაციით, 28 იანვარს ,,სამგურალი” ბულგარეთის ,,მონტანას” შეხვდება. 3 თებერვალს გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი გუნდი ტაშკენტის ,,ფახთაქორს” დაუპირისპირდება, 10 თებერვალს კი უკრაინულ ,,კოლოსს” ეთამაშება. დანარჩენი მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.




