საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ბოლონიას “ვირტუსმა” ევროლიგის რეგულარული პირველობის მეოცე ტურში ათენის “პანათინაიკოსს” უმასპინძლა და 74:64 დაამარცხა, ჩვენი თანამემამულე კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შენგელიამ 28:24 (თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი) წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. თოკიმ7-დან 4 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა – 24.
„ვირტუსი“ 20 ტურის შემდეგ 9 მოგებით და 11 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 იანვარს, სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.
