„არსენალი“ და „შახტარი“ მუდრიკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

0
79

ლონდონის „არსენალი“ დონეცკის „შახტარს“ შემტევ ნახევარმცველის მიხაილო მუდრიკის ტრაბსფერზე პრინციპულად შეუთანხმდა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა იუწყება.
21 წლის უკრაინელი ფეხბურთელის დამატება „ნიუკასლსაც“ სურს, მაგრამ მოლაპარაკების პროცესში ლონდონელებმა გაცილებით წინ წაიწიეს.
უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, პლუს 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.