ისკომ შესაძლოა კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს

0
63

ესპანელმა ნახევარმცველმა ისკომ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ვულვერჰემპტონში“ გააგრძელოს, იუწყება ესპანური გამოცემა AS.
„ვულვზის“ ხელმძღვანელებს თავის გუნდში ძალიან სურთ 30 წლისს ფეხბურთელის ხილვა, რომელმაც 21 დეკემბერს „სევილიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.
მან მიმდინარე სეზონში სევილიელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.