კრიტოფ გალტიე: „სერიოზული რყევები არ იქნება“

0
54

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს თქმით, სეზონის მეორე ნახევარში გუნდის შემადგენლობაში და თამაშში სერიოზულად რამეს შეცვლას არ გეგმავს.
„ამ შესვენებამ ძალების აღდგენის საშუალება მოგვცა, მაგრამ ძალიან კონცენტრირებულნი ვიყავით, რადგან თვალს საუცხოო მსოფლიო ჩემპიონატს ვადევნებდით. ყოველთვის ვითარების გაუმჯობესებას და ისეთი გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობ, რომ არა მხოლოდ მეტოქე გავაოცოთ, არამედ ზოგიერთი მატჩი უკთესად გავაანალიზოთ.
ყოველთვის უკეთესობისკენ უნდა ისწრაფვოდე, მაგრამ სერიოზული რყევები არ იქნება, რადგან სეზონისს პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ. ეს გუნდი მომწონს და იმედია, სეზონის მეორე ნახევარში ისე ვითამაშებთ როგორც პირველში – დიდი სურვილით, ძალიან გაბედულად, დიდი მოტივაციით და ასევე, დიდი სიამოვნებით“ – ციტირებს გალტიეს პსჟ-ს პრესსამსახური.
პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ს 15 მატჩში დაგროვილი 41 ქულით ლიდერობენ.