სტივენ კინგი მუნდიალზე ლუდის აკრძალვას გამოეხმაურა

0
41

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც დღეს სტარტს კატარში აიღებს, სტადიონებზე ალკოჰოლური ლუდის აკრძალვას გამოეხმაურა.
„თუ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე ლუდის გარეშე წასვლა არ შეგიძლია, შესაძლოა პრობლემები გაქვთ“ – დაწერა კინგმა თავის ტვიტერის გვერდზე.
მსოფლიო ჩემპიონატის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე კატარის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სტადიონებზე ალკოჰოლური ლუდი არ გაეყიდათ. მისი შეძენა ფან-ზონების ტერიტორიაზე, გულშემატკივრების სხვა თავშეყრის ადგილებზე და სპეციალურად ლიცენზირებულ მოედნებზეა შესაძლებელი.