დუდა სანაძის სუპერდებიუტი კვიპროსში

0
34

საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოლელმა დუდა სანაძემ ანორთოსისში დებიუტი 27 ქულით, მატჩის MVP-ის ტიტულით და პრინციპული გამარჯვებით აღნიშნა. მან ახალ გუნდში პირველივე მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდს დაძაბული ბრძოლა 67:65 მოაგებინა.
მართალია, ფამაგუსტელთა მეტოქე აუტსაიდერი ომონია გახლდათ, თუმცა ნიქოსიელებმა ანორთოსისს დიდი ბრძოლა გაუმართეს. გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა და სანაძის გუნდის გასახარად, ფამაგუსტელთა 2-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
დუდამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 33:32 წუთი გაატარა. ქართველმა მსროლელმა 6-დან 6-ვე ორქულიანი ჩააგდო, 9-დან 4 სამიანი მიითვალა და 4 ცდიდან მეტოქის ფარში 3 საჯარიმო მოათავსა.
27 ქულასთან ერთად დუდამ 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა ანორთოსისში ყველაზე მეტი, 24 შეადგინა. სანაძის შემდეგ გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ამერიკელ ანტონიო უეიდს – 14 ქულა, 4 მოხსნა.
2 მოგებითა და 3 მარცხით ანორთოსისი კვიპროსის 11-გუნდიან სუპერლიგაში მე-6 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერი სტროვოლოსთან 26 ნოემბერს სტუმრად გამართავს.