„ლესტერის“ თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა. გასულ უქმეებზე „ლესტერმა“ „ვულვზი“ 4:0 დაამარცხა და ვარდიმ თავი 79-ე წუთზე გამოიჩინა.
35 წლის ვარდი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 30 წელს გადაცილებულმა 100 გოლი გაიტანა. ამის შესახებ პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ვარდი „ლესტერში“ 2012 წელს გადავიდა. მანამდე, ის „სტოკსბირჯ პარკ სტილსში“, „ჰალიფაქს თაუნში“ და „ფლიტვუდ თაუნში“ გამოდიოდა.
„ლესტერს“ მისი შეძენა1 მილიონ გირვანქა სტერლინგის დაუჯდა, რაც იმ მომენტში ქვედა ლიგის დივიზიონებში მოასპარეზე ფეხბურთელში გადახდილი რეკორდული თანხა იყო.
ვარდიმ „ლესტერში“ ყველაზე ტურნირში 345 მატჩი ჩაატარა და 154 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგაში, ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო.





