„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონი 29-ედ გახდა

0
26

„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში 29-ედ გახდა. სუპერლიგის ბოლო ტურშუ „ბოკამ“ „ინდეპენდიენტესთან“ მატჩი 2;2 დაასრულა. შედეგად, ბუენოს აირესელებმა 27 მატჩში 52 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს.
თუმცა, მოვლენები შესაძლოა სულ სხვაგვარად განვითარებულიყო „რასინგ აველიანედას“ (50 ქულა) „რივერ პლეიტთან“ 1:2 რომ არ წაეგო, რაც სრულიად რეალური იყო. კერძოდ, 90-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „რასინგის“ ნახევარმცველმა ხონათან გალვანმა პენალტი ვერ გაიტანა – ბურთი მეკარემ მოიგერია. „რივერმა“ გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე გაიტანა. „რასინგი“ მოგების შემთხვევაში 53 ქულას დააგოვებდა და ოქროს მედლებს მოიპოვებდა.
აქვე გეტყვით, რომ არგნეტინის ჩემპიონატში გამარჯვებათა რაოდენობით რეკორდსმენი „რივერ პლეიტია“ – 36.