ლოჩოშვილის “კრემონეზე” ბოლო ადგილზე დაეშვა

0
42

“კრემონეზე”, რომელსიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის სერია A-ს 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე დაეშვა. მე-11 ტურში კრემონელებმა სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ გენუას “სამპდორიას” უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით წააგეს. არადა, მასპინძლები ფაქტობრივად მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და სტუმრებმა ერთადერთი ხეირიანი შეტევა გოლად აქციას.
მე-7 წუთზე “სამპდორიას” მცველმა თავის საჯარიმოში “კრემონეზე” ნიგერიელი ფორვარდი ოკერეკე წააქცია, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა – ბურთი მეკარე აუდერომ მოიგერია, რომელიც გენუელთა რიგებში საუკეთესო იყო. ლოჩოშვილი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი უკვე აგებდა. “სამპდორიამ” გოლი 78-ე წუთზე გაიტანა – გაბიადინის მიერ თავით გაკეთებული პასი გამბიელმა ომარ კოლიმ ზუსტი დარტყმით დაასრულა.
“კრემონეზეს” მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ მოუგია და მხოლოდ 4 ფრე აქვს.