მაიკლ კერიკი „მიდლსბროს“ გაწვრთნის

0
29

ინგლისის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი მაიკლ კერიკი ჩემპიონშიფში მოასპარეზე „მიდლსბროს“ გაწვრთნის, რომელიც 22-ე ადგილზეა.
ის 3 ოქტომბერს დათხოვნილ კრის უაილდერს შეცვლის. კერიკმა 2006-2018 წლებში მანჩესტერელთა რიგებში ყველა ტურნირში 464 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ, ის „იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის თანაშემწე იყო. ნორვეგიელის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ, კერიკი გუნდის თავკაცის მოვალეობას ასრულებდა.