რომელუ ლუკაკუ მილანის „ინტერში“ იჯარით 2023-2024 წლების სეზონშიც ითამაშებს, იუწყება იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.
„ჩელსი“, რომელთან ბელგიის ნაკრების თავდამსხმელს მოქმედი კონტრქტი 2026 წლამდე აკავშირებს, იტალიელებს ამის თაობაზე უკვე შეუთანხმდა. ლონდონური კლუბის ახალ მეპატრონეებს ლუკაკუს დაბრუნება არ სურთ და ეს ფაქტი „ინტერის“ ხელმძღვანელებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ფორვარდს მომავალში სრულფასოვან კონტრაქტზე მოელაპარაკოს.
„ინტერში“ დაბრუნების შემდეგ, ლუკაკუმ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მას ტრავმის გამო მილანელთა რიგებში 26 აგვისტოს მერე არ უთამაშია.




