21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ბუქარესტში

0
36

8 ოქტომბერს, ბუქარესტში 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალურ ეტაპზე გასული 16 გუნდი, რომელიც რეიტინგის მიხედვით 4 კალათშია გადანაწილებული, წილისყრის შედეგად 4 ოთხგუნდიან ჯგუფს დააკომპლექტებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები ავტომატურად A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო რუმინეთი – B ჯგუფში.

პირველი კალათა: ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი

მეორე კალათა: ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი

მესამე კალათა: ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი

მეოთხე კალათა: უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, საქართველო

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
საქართველო

ბათუმიბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისიპაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.
რუმინეთი

ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი