მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ამჟამად მისი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა.
„ოქროს ბურთის“ შესახებ ყოველთვის ვფიქრობდი. მისი მოგება მიზნად მას მერე მქონდა, რაც 30 წელიწადი შემისრულდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ლიდერობა შემიძლია, რადგან „რეალში“ ვთამაშობ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა.
21 წლის ასაკში ისეთი ამბიცია არ მქონდა, როგორც ახლა. რთული პერიოდი გადავიტანე, განსაკურთებით მაშინ, როდესაც ჩემი პარტნიორები თავის ქვეყნის ნაკრებში სათამაშოდ მიდიოდნენ, ხოლო მე „რეალის“ ბაზაზე ვარჯიშობდი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამბიციური ვარ. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი არასოდეს მომიგია და ეს ოცნება უნდა ავიხდინო.
ახლა ჩემი მიზანი მოსფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაა, რათა მის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთო.
ჩემთვის კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში პატივი იყო. ის „მხეცია“, როდესაც რონალდუ წავიდა უფრო მეტის გაკეთებისკენ ვისწრაფვოდი. მისი წასვლა ჩემთვის მოტივაცია იყო მოედანზე გაცილებით მეტი გამეკეთებინა.
რონალდუ ჩემი კერპია და მიმაჩნია, რომ მისი დონის თავდამსხმელი არავინაა. შეუძლებელია იმის გამეორება, რასაც ის მოედანზე აკეთებდა. კრიშტიანუ ისტორიაში შევიდა. იგი ერთადერთი ფორვარდია, რომლის გამო სათადარიგოთა სკამზე დავჯდებოდი. მისი დონე მიუღწეველია, ისევე როგორც ზიდანის. რონალდუ ფენომენი არა მხოლოდ ჩემთვისაა, არამედ, ყველა თავდამსხმელისთვის“ – განაცხადა ბენზემამ Marca-სთან საუბარში.




