კახა ცხადაძე:”ჩვენ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ”

0
57

თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში სტუმრად წყალტუბოს “სამგურალთან” 1:2 წაგების შემდეგ, თავისი გუნდის ფეხბურთელების თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
მან ამის შესახებ თბილისელთა ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:
“წარმოუდგენელია ასეთი გოლების გაშვება, როცა პრეტენზია ჩემპიონობაზე გაქვს. ცოტა ხნის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ და იქაც ასეთი გოლები გავუშვით. ასეთ დონეზე ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ. ამდენჯერ საჯარიმოში შესვლა, ამდენი კარში დარტყმა, ამხელა უპირატესობა. მოდით, ვთქვათ – ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე ბურთს წინ ურტყამდა.
კვალიფიკაციაა ყველაფერის მიზეზი. თუ კვალიფიკაცია იქნება, გამოიყენებ ცარიელ კარში გასატან მომენტებს – ერთს, მეორეს, მესამეს. ამბიცია უნდა გქონდეს იმდენი, რამდენსაც იმსახურებ. ჩვენ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ“.