საქართველოს ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ცენტრალიც მცველის დავით ხოჭოლავას თქმით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფიზმომზადების მეთოდი შეცვალა და ასევე, მოთამაშეების მენტალიტეტიც შეიცვალა.
დავით ხოჭოლავა: “საქართველომ ნაკრებმა ივნისში წარმატებით რომ ითამაშა, ამას მრავალი მიზეზი გააჩნია. ამისთვის დღევანდელმა ფედერაციამ ბევრი გააკეთა. ნაკრებშიც ორგანიზაციაც აშკარად შეცვლილია. ზოგადად, ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. მახსოვს, ადრე „საბურთალოზე“ რა მინდორზე ვვარჯიშობდი და ისიც ვნახე, ახლა გუნდის მინდორი როგორი გაუმჯობესებულია. ქვეყანაში ფეხბურთი ასეთი პატარა დეტალების წყალობით ვითარდება.
ივნისის სამკვირიანი შეკრება ტრავმების გარეშე რომ დასრულდა, იმის შედეგია, რომ სანიოლმა ფიზმომზადების მეთოდი შეცვალა. ამას გარდა, შეიცვალა ფეხბურთელების მენტალიტეტიც, თამაშზე საერთოდ სხვა განწყობით გავდივართ, რაც გუნდის ერთ-ერთი უდიდესი პლუსია. ასეთი შეკრული და ფიზიკურად კარგად მომზადებული ნაკრები მე არ მახსენდება. ეს ერთად ყველას და ყველაფრის დამსახურებაა.
დღეს გვაქვს ძალიან კარგი სერია და ძალიან კარგი შედეგები, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დიდი საქმის დასაწყისია, რომელიც ჩვენ უნდა დავამთავროთ და სამწუხაროდ, ორი დღის წინ ვერ დავამთავრეთ. თუმცა ვამბობ, რომ ამ ნაკრებს შეუძლია ისტორიაში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გახდეს. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობთ, რომ კარგი შედეგები გვქონდეს”.





