პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ კაპიტანი 41 წლის კრიშტიანურ რონალდუ 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ გამორიცხავს. იმ მომენტისთვის ლეგენდარული ფეხბურთელი 45 წლის იქნება.
„მსოფლიო 2030 წლის ჩემპიონატზე თამაშზე ჯერ უარი არ მითქვამს. 41 წლის ასაკში ყოველ კვირა გოლს ვიტან და შესაძლოა კიდევ 4 წელიწადი ვითამაშო“ – იუწყება რონალდუს ნათქვამს DAZN.
რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 226 მატჩში 143 გოლი გაიტანა. ის ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი ბურთების რაოდენობით რეკორდსმენია. მან პორტუგალიელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ერთხელ, ხოლო ერთა ლიგა ორჯერ მოიგო,
ლაშა თაბაგარი





