კეირუშმა განას ნაკრები ჩაიბარა

0
6

განას ეროვნულ ნაკრებს კარლუშ კეირუში გაწვრთნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ დათხოვნილი ოტო ადო შეცვალა. ამას ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
73 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლოს ომანის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დატოვა. მანამდე, ის სანაკრებო დონეზე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, სამხრეთ აფრიკას, პორტუგალიას, კოლუმბიას, ეგვიპტეს, ირანსა და კატარს ავარჯიშებდა. გარდა ამისა, კეირუში სათავეში მადრიდის „რეალს“ და ლისაბონის „სპორტინგს“ ედგა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში“ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე იყო.
ლაშა თაბაგარი