„რუთავს“ მორიგი ბრაზილიელი შეუერთდა

0
11

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „რუსთავმა“ შემტევი ნახევარმცველი ჯექსონ კენიო დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი გასულ წელს ლატვიის „აუდაში“ გამოდიოდა, სადაც 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან „აუდასთან“ ერთად ლატვიის თასი მოიგო.
მანამდე, ჯექსონ კენიო ალბანეთის „ეგნატიაში“, თურქეთის „ისთანბულსფორში“ და „რიგაში“ თამაშობდა. სამხრეთ ამერიკელი „ეგნატიაში“ ალბანეთის თასს დაეუფლა, ხოლო „რიგასთან“ ერთად ლატვიის ჩემპიონი გახდა.
ლაშა თაბაგარი