კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-17 ტურში ქუთაისელებმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მე-15 წუთზე ბექა ვაჩიბერაძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ლევან მჭედლიძემ „ტორპედოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მან 2019 წლიდან მოყოლებული როდესაც საქართველოში დაბრუნდა და „ტორპედოში“ ჩარიცხვამდე ჯერ თბილისის „დინამოში“, ხოლო შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, თავი პირველად გამოიჩინა.
პირველი ტაიმის მიწურულს „სიონის“ კაპიტანმა ვარლმა კილასონიამ თავის საჯარიმოსთან ცუდად გაიჩერა ბურთი, რომელსაც გიული მანჯგალაძე დაეუფლა და პასი აკაკი შულაიას მისამართით გამოუვიდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.
88-ე წუთზე “სიონის” მეკარე ლევან ისიანმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელსაც შულაია დაეუფლა და მას მერე რაც სამ მცველს გასცდა, საჯარიმოში შესულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ტორპედო” 21 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით “სიონმა” 17 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
| ა | კლუბი | თ | ± | ქ | |
|---|---|---|---|---|---|
| 1. | დინამო ბთ |
17 | 31 | 38 | |
| 2. | სამგურალი |
17 | 14 | 33 | |
| 3. | დინამო თბ |
17 | 13 | 32 | |
| 4. | დილა |
17 | 8 | 30 | |
| 5. | საბურთალო |
17 | 2 | 23 | |
| 6. | თელავი |
17 | 3 | 21 | |
| 7. | ტორპედო |
17 | -8 | 21 | |
| 8. | გაგრა |
17 | -11 | 17 | |
| 9. | სიონი |
17 | -15 | 17 | |
| 10. | ლოკომოტივი |
17 | -37 | 3 |


დინამო ბთ
სამგურალი
დინამო თბ
დილა
საბურთალო
თელავი
ტორპედო
გაგრა
სიონი
ლოკომოტივი


