თორნიკე შენგელიამ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა

0
56

საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ბოლონიის „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის სუპერფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა.თოკოს გუნდმა საშინაო არენაზე ჩატარებული შეხვედრა 84:78 მოიგო და ანგარიში 2:3 გახადა.
შენგელიამ პარკეტზე 30 წუთი გაატარა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში მან 15 ქულას, 2 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი. . შენგელიას ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულა ჰქონდა, გადამწყვეტ მეოთხედში კი გუნდს 6 ქულა შესძინა და გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა.„ვირტუს ბოლონიასა“ და „ოლიმპია მილანოს“ მომდევნო შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება. თორნიკე შენგელიას გუნდი გასვლაზე იასპარეზებს.