ეგოიანის პირველი დუბლი „ექსელსიორში“

0
3

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში პირველი დუბლი შეასრულა. ნიდერლანდების თასის 1/32-ფინალში როტერდამელებმა სტუმრად რანგით მეორე ლიგის „მაასტრიხტი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის კარგი თამაშის წყალობით დაამარცხეს.
მატჩის მე-15 წუთზე „ექსელსიორის“ მეკარემ თავისი საჯარიმოდან გრძელი პასი გააკეთა ეგოიანის მიმართულებით, რომელიც მასპინძლების საჯარიმოში მცველს გაცდა და მარცხენა ფეხით ანგარიში გახსნა. მე-60 წუთზე ირაკლი პენალტი ზუსტად შეასრულა. 89-ე წუთზე საბოლოო წერტილი სლიტმა დასვა.
22 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან თასზე ერთხელ ითამაშა და 2 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი