გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულში“ მეორე მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ისევ ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა.
1/8-ფინალში „ლივერპულმა“ შინ ლონდონის „ჩელსის“ პენალტების სერიაში მოუგო და მამარდაშვილმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის მე-40 წუთზე პენალტიდან ანგარიში როჯერსმა გახსნა, ხოლო სამ წუთში თერთმეტმეტრიანიდან საპასუხო ბურთი გაკპომ გაიტანა.
48-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოშიშ შეჭრილი როჯერსის სახიფათო დარტყმული გიორგიმ გაანეიტრალა. 78-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულ პალესტრას შეეძლო გატანა, მაგრამ მერსისაიდელები ისევ „მამარდამ“ გადაარჩინა.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ლივერპულმა“ 6:5 მოიგო. პენალტებში როდესაც ანგარიში 5:5 იყო, მამარდაშვილმა ემანუელ ემეგას პენალტი აუღო, რაც გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. თამაშის შემდეგ, თანაგუნდელები მამარდაშვილს შემოეხვივნენ და გამარჯვება ერთად აღნიშნეს.
ლაშა თაბაგარი





