„მონცას“ გოგლიჩიძის შეცვლა არ წაადგა

0
3

„მონცა“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში სახლში „ნაპოლისთან“ 1:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
მატჩის მე-10 წუთზე დი ლორენცოს პასის შემდეგ, ჰოილუნდი საჯარიმოში ზურგსუკან გოგლიჩიძეს გაეპარა და ანგარიში გახსნა. 43-ე წუთზე საპასუხო ბურთი თავით ვარელამ გაიტანა.
შესვენებაზე გოგლიჩიძის შეცვლა „მონცას“ დაცვის თამაშზე უარყოფითად აისახა. 48-ე წუთზე ნეაპოლელებმა პოლიტანომ დააწინაურა. 62-ე წუთზე სტუმრებიდან თავი მარინმა გამოიჩინა, ხოლო ხუთ წუთში გოლი კევინ დე ბრუინმა გაიტანა. „მონცა“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი