მექვაბიშვილმა სადებიუტო გოლი კვარაცხელიას მიუძღვნა

0
0

ანზორ მექვაბიშვილმა „ჩიკაგო ფაიერის“ შემადგენლობაში MLS-ში სადებიუტო გოლი გაიტანა. მორიგ ტურში ჩიკაგოელებმა, რომელთა რიგებში პოლონეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი გამოდის, სტუმრად „ატლანტა იუნაიტედი“ 3:2 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
51-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლების მეკარემ თავის საჯარიმოში პასი მცველს გაუკეთა, მექვაბიშვილმა კი ბურთი ჩაჭრა და თავისი გუნდი დააწინაურა. მან MLS-ში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა და ამით მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა.. 79-ე წუთზე ქართველმა შუახაზელმა ყვითელი ბარათი მიიღო. „ჩიკაგო“ 51 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი