ლობჟანიძემ მეოთხე საგოლე პასი მიითვალა

0
3

საბა ლობჟანიძემ „რეალ სოლტ ლეიკის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში MLS-ში მეოთხე საგოლე გადაცემა მიითვალა. მორიგ ტურში „სოლტ ლეიკმა“ სახლში „სენტ ლუის სიტი“ 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა სასტარტოში ითამაშა და მე-80 წუთზე შეცვალეს. 59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ლობჟანიძემ პასი კარის წინ გახსნილი სოლანს გაუკეთა, რომლის დარტყმის მერე ანგარიში 3:0 გახდა.
31 წლის ლობჟანიძემ ამ სეზონში MLS-ში 16-ჯერ ითამაშა და 4 საგოლე გადაცემის გარდა, 3 ბურთი გაიტანა. „რეალ სოლტ ლეიკს“ 39 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციის 15 გუნდში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი